6 ნოემბერს, ლოპოტას ჯაზკლუბის სცენა დაეთმობა ხატია ქორიძის ბენდს და საინტერესო მუსიკალურ პროგრამას:
შემადგენლობა:
ბასი/ვოკალი - ხატია ქორიძე
გიტარა - გიგი ცინცაძე
დრამი - დანიელ ადიკაშვილი
კარი იღება: 20:00
კონცერტის დასაწყისი: 20:30
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ლოპოტას ჯაზკლუბი ლოპოტა სპა რეზორტზე მდებარეობს. აქ კახეთის ბუნების სიმშვიდე და ჯაზის დინამიკური რიტმები ერთიანდება, ყოველი დეტალი კი მუსიკას უკავშირდება. ჯაზის თავისუფლებითაა შთაგონებული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინიც. ყოველკვირეულად წარმოდგენილია ცოცხალი მუსიკის განსხვავებული პროგრამები. ლოპოტას ჯაზკლუბში შთამბეჭდავი და განწყობის შემქმნელი საღამოები გელოდებათ რჩეული მუსიკისა და საავტორო კოქტეილების თანხლებით.
*ბილეთი ითვალისწინებს ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ჯაზკლუბის კონცერტზე დასწრებას და არ მოიცავს რეზორტზე არსებულ სხვა აქტივობებზე დაშვებას.
*რეზორტის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებთ 21:00 საათიდან - ჯაზკლუბის დახურვამდე ადგილზე ბილეთის საფუძველზე გადმოგეცემათ ვიზიტორის საშვი.
გთხოვთ აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბილეთი.