26 იანვარს მწერლების ბარში გაიმართება ხალხური და ქალაქური სიმღერების საღამო. მომღერალი გიო ხუციშვილი (ღიმილა) მეგობრებთან ერთად უკვდავ კლასიკას შეასრულებს.
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.