აღწერა
ჰა ! - ერთი ქალის მონიპიესაა.
ჰა - მკვდრების ხმაა, მშრალ ნაპირებზე ზღვის გადმოსროლილი, რომელიც ყვება ომში უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ამბებს და არტიკულირებს რეალობას, რომელიც ქაოტურად გროვდება ჩვენს
სხეულსა და გონებაში და არ აქვს განთავისუფლების ფორმა. მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ და ტრაგიკულ ადგილებში თუ ქალაქებში ჩნდება “ჰა” - ხმა, რომელიც გვახსენებს სინამდვილეს. პერფორმანსის ფორმა მთლიანად განსაზღვრა კონკრეტულმა სავარჯიშოებმა და მეთოდმა, რომელზეც რეჟისორი სანდრო კალანდაძე ბოლო პერიოდში მუშაობს და რომლის მთავარი პრინციპიც სუნთქვა და ბგერაა.