პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში

პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში

პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან250 ₾
ქართული

აღწერა

სპეციალური ტრენინგი ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგებისთვის!
“პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში”
📅 28 თებერვალი - 1 მარტი | 12 კრედიტ ქულა
📍 თბილისი, ვიანის სასწავლო ცენტრი, ს. ცინცაძის #24ა
გესაჭიროება პრაქტიკული ცოდნის განახლება პაციენტის უსაფრთხოებაზე, კლინიკურ რისკის მართვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე?
ეს ტრენინგი შექმნილია სწორედ თქვენთვის — მათთვის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პაციენტის სიცოცხლეზე ახდენს გავლენას.
ამ ტრენინგზე ვსწავლობთ, როგორ ვაქციოთ გამოცდილება — სტანდარტად, სტანდარტი — უსაფრთხოებად, უსაფრთხოება კი — პაციენტის სიცოცხლის გარანტიად.
________________________________________
💡 პროგრამა შექმნილია მათთვის, ვინც ყოველდღე ზრუნავს ყველაზე კრიტიკულ პაციენტებზე.
👨‍⚕️ მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორიცაა:
✅ პაციენტის უსაფრთხოების პრინციპები და სტანდარტიზაცია
✅ კლინიკური რისკის მართვა და Root Cause Analysis (Fishbone Diagram)
✅ მედიკამენტების უსაფრთხოება ანესთეზიაში
✅ ინფექციის პრევენცია და კონტროლი
✅ WHO ქირურგიული ჩეკლისტის ეფექტური გამოყენება
✅ გუნდის კოორდინაცია და ადამიანური ფაქტორები ინტენსიური თერაპიის დროს
________________________________________
👨‍⚕️ტრენერები:
• ცოტნე სამადაშვილი –ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ანესთეზიისა და საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი
• ვერიკო გერაძე – კავკასიის მედიცინის ცენტრის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების დირექტორი
💰 ღირებულება: 250 ₾ 
👥 ადგილები შეზღუდულია — მხოლოდ 20 მონაწილე
📞 კორპორატიული ფასდაკლებისთვის დაგვიკავშირდით: ლიზი წიკლაური — 593 16 36 97
🖋️ რეგისტრაცია აქ 👉 https://forms.office.com/e/y6WL1AmsX6

ფოტო და ვიდეო

პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება