ქეთი იმნაძის სოლო გამოფენა 🎨
📅 4–5 აპრილი
⏰ 13:00-დან
გიწვევთ ქართველი მხატვრის, ქეთი იმნაძის სოლო გამოფენაზე.
📍 მდებარეობა: Fabrika Project Space
ქეთის შემოქმედება გამოირჩევა უნიკალური სტილით, მკვეთრი ფერების გამოყენებითა და თანამედროვე ცხოვრების ძლიერი ვიზუალური მომენტების გადმოცემით.
მისი შთაგონების წყაროა ფოტოგრაფია, გაზეთების ამონარიდები, მუსიკალური ალბომების ყდები და გარემო, რომელშიც ცხოვრობს.
მის ნამუშევრებს ახასიათებს ფიგურებზე კონცენტრაცია და თამამი ფერთა კომპოზიციები.
ქეთის მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში, ასევე გამართული აქვს არაერთი სოლო გამოფენა.