24 ივნისს Lenø Records-ის სცენაზე გაიმართება ქეთათო ნერგაძის სადებიუტო ალბომის — „Raw“ — პრეზენტაცია.
„Raw“ ქეთათოსა და მისი ბენდის მიერ ჩაიწერა და აერთიანებს ალტერნატიული როკისა და ინდის ჟღერადობას. ალბომი მოიცავს სხვადასხვა პერიოდში შექმნილ სიმღერებსა და პირად ისტორიებს, რომლებიც ნოსტალგიურ და ემოციურ ატმოსფეროს ქმნის.
Lenø Records- ის სივრცე გამოირჩევა განსაკუთრებული აკუსტიკითა და მაღალი ხარისხის ჟღერადობით, სადაც მსმენელი ალბომის სრულ პროგრამასთან ერთად რამდენიმე ძველ და ახალ სიმღერასაც მოისმენს.
მონაწილეობენ:
ქეთათო ნერგაძე — ვოკალი, პიანინო, გიტარა
ზუკა სიმონიშვილი — გიტარა
ვალო ყარალაშვილი — დრამი
ლუკა ქიტიაშვილი — ბასი, ბექ ვოკალი
ბექ ვოკალები:
ლიკუნა თუთისანი,
ქრისტი ჯაფარიძე,
ნინი ასილიანი
ვიზუალები - სოფი გველუკაშვილი
ბილეთები კარზე: 50 ლარი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
Lenø-ს არტისტები თითქმის ყველა ჟანრში ქმნიან ქართული მუსიკალური სცენის სახეს: http://lenorecords.com/#projects