1-2 მაისი - კენედი ადმინისტრეიშენი (KENNEDY ADMINISTRATION) თათუზას ჯაზკლუბში გამართავს ჯემსეიშენს https://www.youtube.com/watch?v=Qg-fM6nGwiQ
კენედი ადმინისტრეიშენი - ნიუ-იორკში შექმნილი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ჯაზს, R&B, ჰიპ-ჰოპსა და პოპს. ბენდს ხელმძღვანელობს ძლიერი ვოკალისტი კენედი და პროდიუსერი ონდრე ჯი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა გრეგორი პორტერთან. ჯგუფი ცნობილია ენერგიული ცოცხალი კონცერტებითა და თანამედროვე, გრუვზე დაფუძნებული ჟღერადობით. მათ გამოსცეს ალბომები: “Kennedy Administration” (2017) და “Second Term” (2023). მათი მუსიკა ხშირად მოიხსენიება, როგორც ახალი თაობის სოულ-ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი.
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25% ფასდაკლებით. 6 აპრილიდან კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.