Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Top Sale
Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
123 A D. Aghmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.05.2025
კვირა
20:00
25 ₾ - 60
25 ₾ - 60
ვრცლად

აღწერა

დასახელება - Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი


2025 წლის 18 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნიუ იორკის მუსიკალურ წიაღში დაბადებული, ჯაზისა და არენბის შემსრულებელთა ახალი თაობის წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ანსამბლის კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ამ პროექტის პრემიერა შედგა 2024 წლის შემოდგომაზე ქალაქ პრაღაში, რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ფოტო და ვიდეო

Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება