სემინარს და ტურნირს ჩაატარებენ ისრაელის კენდოს ფედერაციის პრეზიდენტი და შეფ-ინსტრუქტორი, პაველ ვოლოდარსკი, იაპონელი ოსტატი-ტაკანორი კავაჰარადა და სხვა ქვეყნის კენდოს ფედერაციის ოსტატები. ორგანიზატორები: საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია, თბილისის კენდოს, იაიდოს და ჯოდოს ფედერაცია, თბილისის კენდოს კლუბი "სამურაი".
პროგრამა:
▶️ 3 ნოემბერი:19:00-20:30 – პირველი ვარჯიში მოწინავე ჯგუფისთვის
▶️ 4 ნოემბერი:09:30-10:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია.10:15-10:30 - სემინარის გახსნის ცერემონია10:30-13:00 - I სესია: სემინარი ყველა ჯგუფისთვის13:00-14:30 - შესვენება14:45-17:15 - II სესია: გამოცდა რანგებზე და წარმატებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა17:30-18:00 - I დღის დასასრული
▶️ 5 ნოემბერი:09:30-10:00 - რეგისტრაცია და ბამბუკის ხმლების შემოწმება10:15-10:30 - ტურნირის გახსნის ცერემონია10:35-13:00 - შეხვედრები ინდივიდუალურ და გუნდურ კატეგორიებში13:15-15:15 - შესვენება15:30-16:45 – ფინალური შეხვედრა და დაჯილდოება17:00-18:00 - გოდოკეიკო და დასასრული
✔️დასწრება თავისუფალია
კენდოს საერთაშორისო ტურნირი საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და აერთიანებს როგორც საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის კლუბებს, ისე ისრაელის, უნგრეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების სპორტსმენებს.