ყაზბეგის გენიალური ხედები ნამდვილად მოგაჯადოვებთ, შემოუერთდით ტურს იქ, სადაც სიმშვიდეს, მხოლოდ მყინვარების ჩურჩული არღვევს.
ტურის მიმართულებები:
პანორამული გადმოსახედი გუდაურში
მჟავე წყლები
პატრიარქის სახლი სოფელ სნოში
დარიალის სამონასტრო კომპლექსი
გერგეტის სამება
თარიღი: 15 ნოემბერი.
ღირებულება: მხოლოდ 35 ლარი!
გერგეტზე ასვლა ( MITSUBISHI DELICA) 10 ლარი.
ღირებულებაში შედის:
დაზღვეული და კომფორტული მიკროავტობუსი (20 ადგილიანი)
გამოცდილ გიდებთან ერთად უსაფრთხო მგზავრობა
ენერგიული და მეგობრული გუნდი
ღირებულებაში არ შედის კვება. (თავად ითვალისწინებთ სრული დღის კვებას)
ამინდის ცვლილებიდან გამომდინარე გირჩევთ თან იქონიოთ საწვიმარი, კომფორტული და თბილი ტანსაცმელი, უმჯობესია ატაროთ სპორტული ფეხსაცმელი.
ტურის თარიღს ირჩევთ თქვენ — თქვენი სურვილებისა და ამინდის მიხედვით. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერი დღე დაუვიწყარ მოგზაურობად ვაქციოთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ტურის მიმდინარეობისას ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია.
ღირებულებაში არ შედის კვება.
ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორს აქვს ტურის შეწყვეტის/გადადების უფლება.
