Kazbegi Mountain Marathon 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Kazbegi Mountain Marathon 2026

Kazbegi Mountain Marathon 2026

Kazbegi Mountain Marathon 2026
Georgia, Mtskheta-Mtianeti Municipality
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

30.08.2026
კვირა
10:00
50

აღწერა

გარბენის დისტანციები:

  • სახალისო გარბენი 4კმ, 300 ვერტიკალური მეტრი

  • კლასიკური თრეილი 10კმ, 900 ვერტიკალური მეტრი

  • Skyrace 15კმ, 1,300 ვერტიკალური მეტრი

  • Exteme 35კმ, 3000 ვერტიკალური მეტრი - Extreme ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (https://www.traillab.ge/kea/) და გამოაგზავნოთ დასადასტურებლად. დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ ყიდვის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.

სარბენი ნომრების გაცემა: 09:00-09:45

წელს ჩვენ დაგვხვდება ბილიკი, რომელიც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.

გარბენს ვიწყებთ სოფელ გერგეთიდან. გერგეთის სამების პარკინგის გავლით და ზამთრის ბილიკით მივემართებით საბერწემდე. უღელტეხილამდე არმისული სახალისო გარბენის მონაწილეები გამობრუნდებიან უკან, ხოლო Sky და Extreme შეჯიბრის მონაწილეები გააგრძელებენ სვლას უღელტეხილისკენ, დაეშვებიან მდინარისკენ და ხიდის გადაკვეთის შემდეგ მიადგებიან ალპურ ქოხ ალტიჰათში განთავსებულ დამხმარე სადგურს.

ალტიჰათთან Skyrace დისტანცია აღწევს უმაღლეს წერტილს (3,014მ), რის შემდეგაც იწყება გრძელი დაღმართი ფინიშისკენ, ალტიჰათის, საბერწეს უღელტეხილისა და ზაფხულის ბილიკის გავლით.

Sky-სგან განსხვავებით, გერეთის Extreme შეჯიბრის მონაწილეებისთვის თავგადასავალი კიდევ უფრო ზემოთ მიემართება. მონაწილეები გადაივლიან გერგეთის მყინვარს, გადაახტებიან ყინულიან ნაკადულებს და ავლენ ბეთლემის ქოხამდე (3,650მ).

ბეთლემის ქოხი (მეტეო) მოსატრიალებელი წერტილია. ალტიჰატში შეჩერების შემდეგ, მორბენლები გაივლიან საბერწეს უღელტეხილს და გაკვალული ზაფხულის ბილიკიდან გადაუხვევენ კიდევ ერთი ქედის დასალაშქრად, რომელიც მორბენლებს სოფელ გერგეთისკენ გაუძღვება. სოფელში ჩასვლის შემდეგ მონაწილეებს საბოლოო წინაღობა დარჩებათ წინ: 2.5კმ აღმართი ფინიშამდე.

გარბენის ოთხივე დისტანცია მარკირებულია TRAILLAB-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა დამხმარე სადგურები:

Fun Run, 4km

  • გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ

Classic Trail, 10km

  • ზაფხულის ბილიკი, 5.5კმ

Skyrace, 15km

  • ალტიჰათი, 7კმ

  • ზაფხულის ბილიკი, 10.5კმ

Extreme, 35კმ

  • ალტიჰათი, 7კმ

  • ბეთლემის ქოხი, 10.5კმ

  • ალტიჰათი, 14კმ

  • ზაფხულის ბილიკი, 18კმ

ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

  • Fun Run, 3:00 სთ

  • Classic Trail, 3:00 სთ

  • Skyrace, 4:00 სთ

  • Extreme, 6:00 სთ

ფოტო და ვიდეო

Kazbegi Mountain Marathon 2026

ადგილი

ყაზბეგი (სტეფანწმინდა)
სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, სასტუმროები. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ., ვლადიკავკაზიდან 46 კმ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება