18 ივლისს - Mono Hall ბათუმში - ელექტრონული მუსიკის სცენაზე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექნო პროექტი - KAS:ST დაუკრავს. მასთან ერთად სცენას დაიკავებენ, ლოკალური არტისტები: Jino Dollini და Guri De Sal.
KAS:ST-მა დამსახურებულად დაიკავა გამორჩეული ადგილი მელოდიური ჰაუსისა და ტექნოს ჟანრებში — მისი ატმოსფერული ჟღერადობები, დეტალურად ნაგები მელოდიები და ენერგიული ბითები უნიკალურად სინთეზირდება ვიზუალურ იდენტობაში, რომელიც სცენის სხვა არტისტებისგან მკვეთრად გამოირჩევა.
მისი შთამბეჭდავი დისკოგრაფია მოიცავს თანამშრომლობებს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ARTBAT, GORDO და MOBY; განსაკუთრებული გამოშვებები ისეთ გავლენიან ლეიბლებზე, როგორებიცაა Afterlife, Cercle, Upperground და საკუთარი ლეიბლი Flyance. ამ ნამუშევრებს არაერთი ოფიციალური რემიქსი გაუკეთეს ტექნოს წამყვანმა ფიგურებმა: Tale Of Us, Anyma, Mind Against, Chris Avantgarde და Kevin de Vries. KAS:ST-ს ფართო მხარდაჭერა აქვს ჟანრის თითქმის ყველა A-კატეგორიის დიჯეისგან. მისმა ცოცხალმა სეტებმა ისეთი ლეგენდარული კლუბების სცენაზე, როგორებიცაა Berghain, Hï Ibiza, Pacha Ibiza და Space Miami, ისევე როგორც ფესტივალებზე — Awakenings, Sónar, Timewarp და Tomorrowland — აღაფრთოვანეს მსმენელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.