ქართველი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ქართველი

ქართველი

ქართველი
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ცეკვის ჯგუფი ,,ჯი ფოლკის’’ საკონცერტო პროგრამა ,,ქართველი’’, წარმოადგენს ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განსაკუთრებულ ნიმუშს, რომელიც გამოირჩევა მუსიკალურობითა და ქორეგრაფიული გადაწყვეტებით. თქვენ იხილავთ ,როგორც ფოლკლორულ მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს, ასევე ქართულ ოპერებსა და ბალეტებში არსებულ საორკესტრო მუსიკაზე შექმნილ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, რომლის პრემიერაც გაიმართა 2024 წელს ქალაქ რიგაში.

ასევე, კონცერტზე იხილავთ მომღერალთა ჯგუფს ,,ორიდელას’’, რომელიც შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. დარბაზის ფოიეში კი გამოფენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები.

აღსანიშნია რომ, კონცერტი ეძღვნება ცეკვის ჯგუფის ,,ჯი ფოლკის’’ 15 წლის საიუბილეო თარიღს. შემოქმედებითი ჯგუფისთვის ეს ის პერიოდია, როდესაც გამოცდილება გამშვენებს, შეფასება გაძლიერებს, აპლოდისმენტები გამხნევებს და წარმატება გახარებს.


ჯგუფი არსებობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელია.

,,ჯი ფოლკის’’ დამფუძნებელი და ქორეოგრაფი - თინათინ ქოიავა

კოსტუმების მხატვარი - სოფო-მარიამ ქორიძე

მუსიკალური არანჟირება - ავთანდილ ჩუბინიძე

ლოტბარი - უჩა პატარიძე

ვიდეო მონტაჟი - ნუკი ღიბრაძე, ირაკლი პაატაშვილი

სახვითი ხელოვნების პედაგოგი - მაია სულხანიშვილი


პროგრამის ხანგრძლივობა 75 წუთი
 

ღონისძიება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის მხარდაჭერით.

ფოტო და ვიდეო

ქართველი

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება