ქართული ხმები G17-ში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქართული ხმები G17-ში

ქართული ხმები G17-ში

ქართული ხმები G17-ში
13, შ. ხიმშიაშვილის ქ.
ბილეთის ფასი
დან100
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

01.08.2026
შაბათი
22:00
100

აღწერა

ქართული ხმები G17-ში

ახალგაზრდული შემადგენლობა და ეროვნული ჟღერადობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია: 2026 წლის პირველ აგვისტოს, G17-ბათუმის სცენაზე, საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი ანსამბლი — „ქართული ხმები“, 2 ახალი სიმღერით წარდგება!

 

უძველესი ხალხური სიმღერებისა და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გამორჩეული შესრულებით განთქმული ანსამბლი, 1985 წელს, ლეგენდარულმა მუსიკოსებმა, გოგი დოლიძემ და თემურ ჭკუასელმა, „ჟურნალისტიკის“ სახელწოდებით დააარსეს, რომელსაც, 1991 წელს, „ქართული ხმები“ ეწოდა.

 

სამხატვრო ხელმძღვანელი, 1992 წლიდან, რობერტ გოგოლაშვილია; პირველად შემადგენლობას კი გია ჭირაქიძე, დავით აბესაძე, გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი, თემურ ჭკუასელი, დავით გოგიაშვილი, ზურაბ ლოლაძე, ზაურ ბოლქვაძე, მალხაზ თალაკვაძე, გივი ჭიჭინაძე და რობერტ გოგოლაშვილი წარმოადგენდნენ.

 

2004 წლიდან, „ქართულ ხმებს“, ანსალმბლ „უნივერსიტეტის“ სრული შემადგენლობა — კახა გრიგალაშილი, დათო კიკაბიძე, გიგა აბესაძე, გივი ბაკურაძე, ზურა ბაკურაძე, დათო უგრელიძე, იასონ მეუნარგია და ლევან ვეშაპიძე შეუერთდნენ: იმ დროს, „უნივერსიტეტს“, ქართული მუსიკის მოყვარულები უკვე კარგად იცნობდნენ, ალბომებით — „გაზაფხულდა აყვავილდა ნუში“ და „მიწა და ზეცა“.

 

პროგრამა:

„ქართული ხმები“,

DJ Cheeky.

 

კარი იღება: 22:00

ფოტო და ვიდეო

ქართული ხმები G17-ში

ადგილი

G17 ბათუმი

მრავალფუნქციური სივრცე შავი ზღვის ბრწყინვალე სანაპიროზე.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება