კარლსონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კარლსონი

კარლსონი

კარლსონი
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
advertising
ქართული

აღწერა

ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ნაწარმოები ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი"-ს- მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,კარლსონი" სწორედ საბავშვო და კლასიკური ნაწარმოების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთად ვნახოთ, რა ხდება ბავშვების ცხოვრებაში მანამ, სანამ უფროსებს არ სცალიათ, როგორ ჩნდებიან თუნდაც გამოგონილი და უცნაური მეგობრები პატარების ცხოვრებაში და როგორი ფერადი და თავგადასავლებით სავსეა მათი დღეები მათსავე წარმოსახვაში.

ფოტო და ვიდეო

კარლსონი

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება