მენიუ
ავსტრიის კამერული ორკესტრი ,,არპეჯიონე’’ დაარსდა 35 წლის წინ და უკვე ათწლეულებია ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
წარმოდგენილი პროექტით ორკესტრს საქართველო პირველად უმასპინძლებს. ღონისძიება ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილეს.