ლეგენდარული შვედური ჯგუფი LIFELOVER-ის მუსიკა შესრულდება თბილისში მათი მემკვიდრის, ჯგუფი KALL-ის მიერ, რომელიც შედგება კიმ კარლოსონისა და Lifelover-ის ორიგინალური წევრებისაგან. ჯგუფი წარსდგება მათი უნიკალური საუნდით და მუსიკით 25 აპრილს კლუბ Junkyard-ში
მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ბენდმა დაიმკვიდრა სახელი როგორც თანამედროვე ბლექ სცენის ერთერთმა ყველაზე ბნელმა და ორიგინალურმა პროექტმა. ჯგუფის ლირიკა რომელიც ჟანრისათვის ძალიან სახასიათოა, გაჯერებულია ამაოებით, დეპრესიით, მელანქოლიით, უიმედობით და ასევე მარტოსულობის და ტკივილის შეგრძნებით უსულო სამყაროში. ეს ექსკლუზიური პერფრმანსი არის დაუვიწყარი მოვლენა რომელიც არ უნდა გამოტოვოს LIFELOVER-ის არცერთმა თაყვანისმცემელმა!
შოუს გახსნის დეპრესიული დეკადანსის ოსტატი - ჯგუფი PSYCHONAUT 4!
კონცერტის მხარდამჭერია RedRum
