კალათბურთი | საქართველო - სერბეთი
სპორტი

კალათბურთი | საქართველო - სერბეთი

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს: ➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები მაყურებელთა საყურადღებოდ: პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები. მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან. მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 20-დან 80 ლარამდე. მე-2 იარუსი – 20, 25, 30, 35 ლარიანი ბილეთები. 1-ლი იარუსი –40, 60 და 80 ლარიანი ბილეთები. *ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #ჩვენვართქართულიკალათბურთი #მადლობაბუ #WinForGeorgia მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge
კალათბურთი | საქართველო - სერბეთი
6 University St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაცი ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.

სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!

სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის 217-ე სანაკრებო მატჩს და რეკორდსმენი კალათბურთელი ნაკრებიდან გააცილოს!

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე საათნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 20:00 საათიდან გაიხსნება.

ფოტო და ვიდეო

კალათბურთი | საქართველო - სერბეთი

ადგილი

არენა
არენა
6 University St., Tbilisi
"არენა" - განახლებული სპორტული კომპლექსი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.