მენიუ
თბილისის ახალ, კომფორტულ და გამორჩეულ სივრცეში ‐ ვასსერშტრასსეს სადეგუსტაციო დარბაზში, მეღვინეებთან შეხვედრების სერიის ფარგლებში, შაბათს, ა.წ. 10 თებერვალს, 19:00 საათზე, გიწვევთ მარან „კალამის“ ღვინოების დეგუსტაციასა და პრეზენტაციაზე.
რამდენიმე ღვინოს მოყვარულები და პროფესიონალები პირველად გასინჯავენ.
დეგუსტაციას გაუძღვება მარან „კალამის“ მფლობელი, მწერალი, მეღვინე მალხაზ ხარბედია. იგი ისაუბრებს კონკრეტულ ჯიშებზე, თავის მარანსა და მეთოდებზე, ვენახებზე.