აღწერა
4 სექტემბერს დიზაინის ინსტიტუტში ერეკლე ინაშვილთან შეხვედრა გაიმართება. ერეკლე პროდუქტის დიზაინერია, ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე მრავალწლიანი გამოცდილებით. შეხვედრაზე ერეკლე გაგვიზიარებს წარმატებულ პროექტებს. ერეკლე ამჟამად მუშაობს - La poste Group-ში, პარიზში დიზაინის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ბრენდის და ციფრული გამოცდილების დეპარტამენტში. ცოტა ხნის წინ იკავებდა დიზაინის ხელმძღვანელის პოზიციას Allianz Germany-ში, მიუნჰენში. ერეკლე მოწვეული ლექტორია იესემ ბიზნეს სკოლაში /თავისუფალ უნივერსიტეტში და Filmakademie Baden-Württemberg Ludwigsburg-ში. უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს და ცხოვრობს გერმანიაში. ერეკლე ინაშვილი German Design Award -ის 2 გზის მფლობელია. მოგებული აქვს German Brand Award, German Designer Club “DDC Award”, Red Dot Design Award ჯილდოები.
შეხვედრაზე დასასწრებად მიწერეთ: contact@di.ge