კაბენის ჩანჩქერები
ბავშვთა შაბათ-კვირის ლაშქრობა
მეგობრებო! გიწვევთ ჩვენთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც მარშრუტზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ხელმისაწვდომია. მივემართებით კაბენის ჩანჩქერებისკენ. მოვიხიბლებით ხედებით სადამკვირვებლო მოედნიდან, ჩავეშვებით ჩრდილოვან ხეობაში, შევივლით კაბენის მონასტრის ძველ სამლოცველოს და, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ შესვენებას ჩანჩქერთან.
მარშრუტი წრიულია. ლაშქრობაში ბავშვი შეიძლება მონაწილეობდეს მშობლებთან ერთად ან დამოუკიდებლად.
