ანიმაციური მიუზიკლი ქეი-პოპის მომღერალ გოგონებზე, რომლებიც დემონებს მუსიკის დახმარებით ებრძვიან. გოგონებს შეუძლიათ სიმღერით შექმნან დამცავი ბარიერი, რათა ბოროტება ჩვენს სამყაროში ვერ შემოაღწიოს. მაგრამ ამ დროს მათ ფანებს ცდილობს გადაიბიროს მამაკაცების პოპ-ჯგუფი, რომელიც სინამდვილეში მზაკვარი დემონებისგან შედგება და თავს სიმპათიურ ბიჭებად ასაღებს.
მულტფილმი ამჟამად ყველა რეკორდს ამსხვრევს. ეს არის Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სრულმეტრაჟიანი ფილმი. ოთხი სიმღერა Billboard Hot 100-ის ტოპ-ათეულში მოხვდა — მსგავსი შედეგი აქამდე ვერც ერთ საუნდტრეკს ვერ ჰქონია.