ანიმაციური მიუზიკლი კეი-პოპ არტისტ გოგონებზე, რომლებიც დემონებს მუსიკის დახმარებით ებრძვიან. სიმღერით ისინი ქმნიან დამცავ ბარიერს, რათა ბოროტებამ ჩვენს სამყაროში შეღწევა ვერ შეძლოს. თუმცა ვითარება რთულდება, როცა მათ ფანებს ნელ-ნელა იტაცებს მამაკაცური პოპ-ჯგუფი — ცბიერი დემონებისგან შემდგარი კოლექტივი, რომლებიც სიმპათიურ ბიჭებად არიან შენიღბულები.
მულტფილმი ამჟამად ყველა რეკორდს ხსნის. ეს არის Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სრულმეტრაჟიანი ფილმი. საუნდტრეკის ოთხი სიმღერა Billboard Hot 100-ის ტოპ-10-ში მოხვდა — აქამდე ასეთი შედეგი არც ერთ საუნდტრეკს არ ჰქონია.
