„ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთი მთავარი ფილმი „ოთხას დარტყმის“ ავტორისგან. ფილმი ვნებიან სამკუთხედ სიყვარულზე ( os- ნაწილობრივ „მეოცნებების“ წინასახე), რომელმაც ჯერ საფრანგეთი, შემდეგ კი მთელი მსოფლიო მოიტაცა თავისი ჰაეროვნებითა და სიმსუბუქით. როგორც სლოგანშია ნათქვამი, ეს არის „ჰიმნი სიცოცხლესა და სიყვარულს“. და მართლაც ასეა!
ფილმისთვის ჟორჟ დელერუს მიერ შექმნილი საუნდტრეკი ჟურნალმა TIME კინემატოგრაფიის ისტორიაში ათ საუკეთესო საუნდტრეკს შორის დაასახელა.