შავთეთრი უაზრო მელოდრამა ჩვენი საყვარელი აკი კაურისმეკისგან - გულწრფელობითა და სიმარტივით მომხიბვლელი. მშვიდ ფერმაზე ცხოვრობენ იუჰა და მარი - მათ მოჰყავთ კომბოსტო და ბაზარზე ყიდიან. წარმატებული დღის შემდეგ იუჰა სვამს ერთი კათხა ლუდს, ხოლო მარი ჭამს ნაყინს. წყვილი მოტოციკლეტით სეირნობს და ბედნიერად ცხოვრობს, სანამ მათი მყუდრო სამყარო არ შეარყევს მაცდუნებელი შმეიკის გამოჩენამ.
