2025 წლის 25 და 26 ოქტომბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოჩენილი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს. პროგრამაშია მისი პოპულარული სიმღერები თბილისის სიმფონიური ორკესტრის, გედევან ჯინჭარაძის, ანსამბლ „რუსთავისა“ და ვოკალური კვარტეტის „რანინა“ შესრულებით. კონცერტის წამყვანი და დირიჟორია მაესტრო ვახტანგ კახიძე.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება