2025 წლის 28 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და გამორჩეული ახალგაზრდა ალტისტი გიორგი კოვალევი. კონცერტის პროგრამაშია ყანჩელის „ლარგო“, „სტიქსი“ და სიმფონია N5. კონცერტს უდირიჟორებს ვახტანგ კახიძე.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება