2025 წლის 21 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, შალვა მშველიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა არჩილ უშვერიძისა და დავით მუქერიას დირიჟორობით. კონცერტის პროგრამაშია მისი საგუნდო, სიმფონიური და საოპერო ნაწარმოებები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება