2025 წლის 11 ოქტომბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტის პროგრამაშია სულხან ცინცაძის საორკესტრო სუიტები ბალეტიდან „რივარესი“ და პოპულარული ქართული კინოფილმებიდან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება