მოგზაურობა სოპოტში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მოგზაურობა სოპოტში

მოგზაურობა სოპოტში

მოგზაურობა სოპოტში
P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ქართული

განრიგი

29.03.2026
კვირა
19:00
10

აღწერა

29 მარტი - მოგზაურობა სოპოტში, რეჟ: ნანა ჯორჯაძე, 1980, 29’

 

-----

 

პროექცია 24 წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას - „თანამედროვე ქართული კინოს საწყისები“, რომელიც ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ განვლილ გზას, მათ ხედვებსა და თანადროული გარემოს აღქმის პერსპექტივებს გააცნობს მაყურებელს.

 

პროგრამაში წარმოდგენილ ფილმებთან ერთად მოგზაურობა 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება - იმ პერიოდიდან, როდესაც საფუძველი ეყრება 80-იანი წლების კინოს. ამ დროის „დაკარგული თაობის“ წარმომადგენელთა მხატვრულ ნიმუშებში შესაძლებელი ხდება საერთო ენობრივი ფორმებისა და გარემოსადმი რეფლექსიის ანალიზი და შეჯამება. ცხადია, პერსპექტივები და თხრობა თითოეულ ავტორთან ინდივიდუალურია, თუმცა ამ ფილმების ერთად ნახვა საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ იმ საერთო ნიშნებსა და თავისებურებებზე, რომლებიც ამ თაობის კინოხელოვანებს აერთიანებს და, უფრო ფართოდ, 80-იანი წლების ქართულ კინემატოგრაფს განსაზღვრავს.

 

პროგრამის მიზანია, ფეხდაფეხ გავყვეთ საქართველოს დამოუკიდებლობამდე გზას და ეს ისტორია შევაფასოთ როგორც A პუნქტიდან B პუნქტამდე გავლილი გზა, ასევე - ხელოვნების გამომსახველობითი ფორმების და იმ საერთო კონტექსტის თვალსაზრისით, რომლის საფუძველზეც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვითარდება თანამედროვე ქართული კინო.

 

გვჯერა, რომ ამ პერიოდის კიდევ ერთხელ გადააზრება და ცოდნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე ქართული კულტურისა და კინოხელოვნების დღევანდელი ფორმების უკეთ გააზრებისკენ - მათი კონტექსტებისა და საერთო პრობლემების გათვალისწინებით.

 

პროგრამა დაიწყება კვირას, 8 მარტს, სადაც არაერთ საინტერესო სტუმარს შეხვდებით და გექნებათ შესაძლებლობა მათთან ერთად ნახოთ და განიხილოთ თქვენთვის საყვარელი თუ ამ დრომდე უცნობი ფილმები.

ფოტო და ვიდეო

მოგზაურობა სოპოტში

ადგილი