Jos ბრიტანელი DJ, პროდიუსერი, EYA Records დამფუძნებელი და ლონდონის ანდერგრაუნდ სცენის განუყოფელი ნაწილია. მისი სელექცია აერთიანებს Texhno, Electro, Acid და House სტილებს რითიც საკუთარ უნიკალურ ჟღერადობას ქმნის. Jos რელიზები გამოსულია ისეთ ლეიბლებზე როგორიცაა Space Dust, O Mato Recordings, Voiceless, Threads და სხვა..
მას Main Room-ში შეუერთდება Mtkvarze ბუქინგ გუნდის ყოფილი წევრი Parna, რომელიც ცნობილია როგორც იშვიათი ფორფიტების შემგროვებელი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლოკალური სელექტორი.
მათთან სთეიჯს გაიზიარებს Toko K, რომელიც თბილისში დაფუძნებული არტისტი თორნიკე ხუხუნაშვილის პროექტია და Electro, Tech House და Progressive House ჟღერადობებზე ფოკუსირდება.
Small Room-ის დეკებს TES რეზიდენტი და Pirate Bay ივენთების სერიის კურატორი Tekkon დაიკავებს. მასთან დეკებს გაიზიარებს Kashia, რომელიც თბილისში დაფუძნებული არტისტი გუკა კაშიას პროექტია.
Entry fee: 50 GelEntry fee before Midnight: 15 Gel
No Photo/Video18+