აღწერა
არშემდგარი კომიკოსი, არტურ ფლეკი, რომელიც პიროვნების გაორებით იტანჯება, არკჰემის საავადმყოფოში გამოკეტილი, ჰარლი ქვინს გაიცნობს. ამ უჩვეულო გარემოში, ართური არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ მასში ღრმად მიძინებულ მუსიკასაც იპოვის.
ფილმის ქვესათაური, "Folie à Deux" ფრანგულად ,,ორის სიგიჟეს“ ნიშნავს- ეს ტერმინი იმ ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად შემოიღეს, რომლის დროსაც ორი ან მეტი ადამიანი საერთო დელუზიას ან შეშლილობას იზიარებს. ახალი ფილმი, რომელშიც ხუაკინ ფენიქსი და ლედი გაგა იღებენ მონაწილებას, ნამდვილად არის შეშლილი თავგადასავალი მაყურებლებისთვის, რომლებიც ამ ქაოტურ მოგზაურობაში გადაეშვებიან.