“გამოუვალი მდგომარეობა” სატელევიზიო სივრცეში, სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” დაიბადა, როგორც სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ირაკლი ხურცილავას ბენდი, რომლის როლს ვანო თარხნიშვილი ასრულებს.
თავდაპირველად სიმღერები სერიალისთვის იწერებოდა და სერიალშივე სრულდებოდა. მალევე , სერიალში გაჟღერებული ცნობილი ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბენდმა ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოაბიჯა და უკვე 9 წელია მსმენელს ახარებს.
ბენდის წევრები არიან: ვანო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (კომპოზიტორი, ვოკალი, გიტარა) შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), ლევან მიქელაძე (კლავიში), ერეკლე ჭიჭინაძე (დრამი)
დასაწყისი: 21:00♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929