ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ჯგუფი

ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა"

დასაწყისი: 21:00♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929 🆒 შეიძინე VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის ▪ Vip შესასვლელი▪ კომფორტული სივრცე სცენასთან ახლოს▪ ცალკე საპირფარეშო▪ Vip ბარი
ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა"
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

13 იანვარს - შეხვდი ძველით ახალ წელს, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტზე და გაატარე საუკეთესო დრო მეგობრებთან ერთად Mono Hall-ში ✨🧡

ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ის ერთადერთი ბენდია, რომელიც ბენდად ჩამოყალიბებამდე წარმოუდგენლად პოპულარული გახდა.

“გამოუვალი მდგომარეობა” სატელევიზიო სივრცეში, სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” დაიბადა, როგორც სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ირაკლი ხურცილავას ბენდი, რომლის როლს ვანო თარხნიშვილი ასრულებს.

თავდაპირველად სიმღერები სერიალისთვის იწერებოდა და სერიალშივე სრულდებოდა. მალევე , სერიალში გაჟღერებული ცნობილი ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბენდმა ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოაბიჯა და უკვე 9 წელია მსმენელს ახარებს.

ბენდის წევრები არიან: ვანო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (კომპოზიტორი, ვოკალი, გიტარა), შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), ლევან მიქელაძე (კლავიში), ერეკლე ჭიჭინაძე (დრამი)

ფოტო და ვიდეო

ჯგუფი

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება