💡 12 ივნისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ფილოლოგიის დოქტორ, ფილოსოფოს ანა ქირიასთან მწერლის ფილოსოფიურ რომანზე: „ანტონიო და დავითი".
👉 ლექცია ეძღვნება ჯემალ ქარჩხაძის რომანს „ანტონიო და დავითს“ ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფილოსოფიურ და სიმბოლურ ტექსტს. განხილული და გაანალიზებული იქნება ნაწარმოების მთავარი თემები: მეგობრობა, თავისუფლება, რწმენა, ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაცია და საკუთარი თავის ძიება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანტონიოსა და დავითის ლიტერატურულ სახეებს, მათ ურთიერთობასა და იმ სულიერ გზას, რომელსაც პერსონაჟები გადიან. ლექცია მსმენელს გააცნობს ნაწარმოების მრავალშრიან აზრობრივ სივრცესა და მის მნიშვნელობას ქართული ლიტერატურის განვითარების და ფორმირების კონტექსტში.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი