ჯაზის საღამო: Ari Hoenig Trio featuring Gadi Lehavi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჯაზის საღამო: Ari Hoenig Trio featuring Gadi Lehavi

ჯაზის საღამო: Ari Hoenig Trio featuring Gadi Lehavi

ჯაზის საღამო: Ari Hoenig Trio featuring Gadi Lehavi
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

04.12.2026
პარასკევი
20:00
60 ₾ - 100 ₾
60 ₾ - 100 ₾
ვრცლად

აღწერა

ნიუ-იორკის ჯაზის სცენის სამი გამორჩეული მუსიკოსი ერთ სცენაზე: დრამერი არი ჰოენიგი, პიანისტი გადი ლეჰავი და კონტრაბასისტი ალონ ნირი. 4 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.


მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ჯაზის საღამოთი იხსნება.


4 დეკემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მსმენელის წინაშე წარდგება Ari Hoenig Trio featuring Gadi Lehavi: სამი გამორჩეული მუსიკოსი, რომელთა შემოქმედებაშიც ჯაზი, იმპროვიზაცია და მუსიკალური ექსპერიმენტი ერთმანეთს ერწყმის.


არი ჰოენიგი (დასარტყამი). ჯაზის დრამერი, კომპოზიტორი და პედაგოგი, რომლის დაკვრის სტილი რიტმისა და მელოდიის უჩვეულო სინთეზით გამოირჩევა. ის დასარტყამ საკრავს არა მხოლოდ რიტმული საფუძვლის შესაქმნელად, არამედ მელოდიური აზროვნებისა და მუსიკალური დიალოგისთვისაც იყენებს. ლიდერის სტატუსით გამოშვებული აქვს 14 ალბომი და ნიუ-იორკის ცნობილ ჯაზ-კლუბ Smalls-ში რეგულარულად გამოდის.


გადი ლეჰავი (ფორტეპიანო). ნიუ-იორკში მოღვაწე პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ახალგაზრდა თაობის გამორჩეულ მუსიკოსად მიიჩნევა. მას მსოფლიოს არაერთ მნიშვნელოვან საკონცერტო სივრცესა და ფესტივალზე აქვს შესრულებული მუსიკა, მათ შორის Madison Square Garden-ში, Village Vanguard-სა და Blue Note-ში, ასევე პარიზის La Philharmonie-სა და ჰამბურგის Elbphilharmonie-ში.


ალონ ნირი (კონტრაბასი). ნიუ-იორკსა და ევროპაში მოღვაწე კონტრაბასისტი და 
კომპოზიტორი. მისი მუსიკალური ენა მელოდიურობითა და სისადავით გამოირჩევა, ხოლო კონტრაბასი მის შემოქმედებაში მხოლოდ აკომპანემენტის ფუნქციას არ ასრულებს და მუსიკალური თხრობისა და დიალოგის სრულფასოვან მონაწილედ იქცევა. 2021 წელს ნირმა ბასისტთა საერთაშორისო საზოგადოების კონკურსზე მესამე პრიზი მოიპოვა. მისი სადებიუტო ალბომი Names, Places მის ავტორისეულ მუსიკალურ ხედვას წარმოაჩენს.


ეს იქნება საღამო, სადაც სამი მუსიკოსის ინდივიდუალური ხმა საერთო მუსიკალურ დიალოგში ერთიანდება, რთული რიტმები და მელოდიური ხაზები ერთმანეთს ერწყმის, ხოლო იმპროვიზაცია თითოეულ მომენტში ახალ მუსიკალურ ისტორიას ქმნის.

 

თარიღი: 4 დეკემბერი, 2026

დრო: 20:00

ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

მისამართი: გრიბოედოვის ქ. №8

 

ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ფოტო და ვიდეო

ჯაზის საღამო: Ari Hoenig Trio featuring Gadi Lehavi

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება