Factory Tbilisi კვლავ აგრძელებს ტრადიციას და მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ თუ მუსიკალური ღონისძიებებს. ეს არის სივრცე, რომელიც მსმენელსა და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებს შორის მუდმივად ამყარებს კავშირს.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, Factory Tbilisi-ის სცენას ერთობლივი პროექტით Jay-Jay Johanson და ნიკოლოზ რაჭველი უბრუნდებიან. შვედი მუსიკოსი Factory Tbilisi-ს სცენაზე უკვე მეორედ წარდგება და საკუთარ შემოქმედებას მაყურებელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიოურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაუზიარებს. ნიკოლოზ რაჭველი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც საკუთარ შემოქმედებას უზიარებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას.მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა სრულიად ახალი ჟღერადობა და ხედვა შეიძინა.
კონცერტში მონაწილეობს ანსამბლი შავნაბადა.
ასაკობრივი შეზღუდვა: +16