28 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა უნიკალური ჟღერადობა, რომლითაც მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი სპეციფიური, მელანქოლიური ვოკალი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს მსმენელში. იოჰანსონს 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტ-სინგლები Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში. სხვადასხვა დროს ის ერთობლივ პროექტებზე მუშაობდა ეპოქის ისეთ ცნობილ არტისტებთან როგორიცაა The Knife და The Cocteau Twins. იოჰანსონი ავტორია საუნდტრეკისა ფრანგი რეჟისორის, ილან კოენის ფილმისთვის La Confusion des Genres.
------
21:00 - Doors Open
21:30 - Roma J
00:00 - Jay-Jay Johanson
01:30 - Roma J
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
30 მარტს Mono Hall - ტრიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული პოპის შვედი ვარსკვლავის, Jay-Jay Johanson-ის კონცერტს უმასპინძლებს. მუსიკალურ თავგადასავალს, ქართველი დიჯეი Roma J განაგრძობს.