შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თითქმის უკვე სამი ათწლეულია, რაც თავისი უნიკალური ხმითა და კინემატოგრაფიული ჟღერადობით აღაფრთოვანებს საერთაშორისო აუდიტორიას. მისი მუსიკა აერთიანებს მელანქოლიურ მელოდიებს ტრიპ-ჰოპის, ელექტრონული და ჯაზის ელემენტებს. იოჰანსონმა გამოსცა 14 საერთაშორისოდ აღიარებული ალბომი და კონცერტების სერია ჩაატარა მთელ მსოფლიოში. მისი კომპოზიციები გამოყენებულია ისეთი ბრენდების კამპანიებში, როგორებიცაა Balenciaga, Ralph Lauren და Apple, რაც მის ძლიერ არტისტულ იდენტობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
კარის გახსნა: 20:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
ლინკები:
https://www.instagram.com/jayjayjohanson/