ჯაყო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჯაყო

ჯაყო

ჯაყო
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

21.03.2026
შაბათი
19:00
20

აღწერა

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით

ჯაყო

ერთ მოქმედებად
 

დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე

მხატვარი - ლომგულ მურუსიძე

კოსტიუმების მხატვარი - ქეთევან ციციშვილი

კომპოზიტორი - სანდრო თედიაშვილი

მუსიკის კონსულტანტი - დალი დოიჯაშვილი


მონაწილეობენ: 

თამარ გოგიძე, ნიკოლოზ გოგიძე, დალი დოიჯაშვილი, გიორგი ელიჯარაშვილი, ნინო ვადაჭკორია, თინათინ კობალაძე, გოგიტა კოხრეიძე, ლელა მახნიაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ანი მელაძე, მამუკა პავლიაშვილი, მადონა ტეხური, ქრისტინე ჩხიკვაძე, ვაჟა ციცილოშვილი, რამაზ ხომასურიძე, ანა ხურციძე


სპექტაკლში ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის ფონზე ალეგორიულ-მეტაფორულ ფორმატშია დანახული ჩვენი ყოფა. მოქმედება სამი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება. სამივე გმირი კონკრეტული ადამიანიცაა და სიმბოლოც. თეიმურაზი, - განათლებული, არისტოკრატი, ხევისთავთა გვარის უკანასკნელი შთამომავალი, უხეში ძალის მსხვერპლად იქცა. მას არ შესწევს უნარი, შეებრძოლოს დაპირისპირებულ ძალადობას. მისი მეუღლე, - მარგო ყაფლანიშვილი ასევე არისტოკრატი, უსუსური თეიმურაზის გვერდით უსიცოცხლო არსებად იქცა. გაორებულია მარგოს პიროვნება. მას ორი სხვადასხვა მსახიობი წარმოადგენს,- ახალგაზრდა მარგო და სახეცვლილი მარგო. მოძალადე, უმეცარმა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერმა ჯაყომ მთელი მათი ქონება მიითვისა და ბოლოს მარგოც კი ძალით დაისაკუთრა. 


სპექტაკლი გაიმართება რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.


დაწყების დრო - 19 საათი

სპექტაკლის ხანგრძლივობა - 95 წთ.

ასაკობრივი შეზღუდვა - 8+

თეატრის დირექტორი - გოჩა კაპანაძე

ფოტო და ვიდეო

ჯაყო

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება