ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

12 მაისი - კლარნეტისტი და საქსაფონისტი, 16 გრემის ჯილდო მფლობელი პაკიტო დ’რივერა19 მაისი - გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი მომღერალი კურტ ელინგი25 მაისი - გრემის ჯილდოს ხუთ გზის გამარჯვებული მომღერალი ანჟელიკ კიჯოსაკონცერტო პროგრამები წარმოდგენილი იქნება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით!ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 აპრილს 12:00 საათიდან, როგორც ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სალაროში, ასევე პორტალზე www.biletebi.ge
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
123 A D. Aghmashenebeli avenue
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

📣12, 19 და 25 მაისს - ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წარმოგიდგენთ, მსოფლიო სცენის ვარსკვლავებისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ კონცერტებს!

ფოტო და ვიდეო

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
123 A D. Aghmashenebeli avenue
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება