2026 წლის 9 მაისს გაიხსნება ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და საქვეყნოდ ცნობილი იანოშკა ანსამბლი ავსტრიიდან, რომელიც ორკესტრის თანხლებით შეასრულებს ცნობილი კლასიკური ნაწარმოებების ჯაზურ არანჟირებებს. ანსამბლის მუსიკალური სტილი გამოირჩევა განსაკუთრებული ვირტუოზულობითა და იმპროვიზირების მანერით, რაც მსმენელზე წარუშლელ თშაბეჭდილებას ტოვებს და მათ შესრულებას ცეცხლოვან ენერგეტიკას სძენს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება