ჯეინ ოსტინის, ბრწყინვალე ინგლისელი მწერლის, დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გიწვევთ განსაკუთრებულ პერფორმანსზე, სადაც მისი რომანების გვერდები გაცოცხლდება იმ ეპოქის მუსიკის თანხლებით — იმ მელოდიებით, რომლებიც ერთხელ ავსებდა ბალებს, კონცერტებს და ელეგანტურ სალონებს.
თქვენ შეხვდებით სამყაროს, რომელიც სავსეა ხმებით, გრძნობებითა და ინგლისური საზოგადოების ნატიფი ირონიით. ხოლო იმას, რასაც სიტყვებით ვერ გამოიხატავ, არანაკლებ მშვენიერი კომპოზიტორების — მოცარტის, ჰაიდნისა და კლემენტის — მუსიკა გადმოსცემს. ისინი ოსტინის თანამედროვეები იყვნენ, რომელთა ნაწარმოებებს თვითონ ასრულებდა და რომელთაც უდავოდ გავლენა მოახდინეს მისი გმირების ხასიათებზე.
ჯეინ ოსტინის ცოცხალ, ნაზ, გამჭრიახ, დახვეწილ და საოცრად გულწრფელ სამყაროს ამ საღამოს გააცოცხლებენ მკითხველი ანტონ ციბინი და პიანისტი გერმან მარქასინი.
გელით შეხვედრაზე!
ასაკობრივი შეზრუდვა: 18+
