მენიუ
მოქმედება 60-იანი წლების დასაწყისში, პატარა პროვინციულ ქალაქში ხდება, ყველაფერი კი ახალგაზრდა, უდანაშაულო მამაკაცის სიკვდილით დასჯით იწყება. საზოგადოებისათვის, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს ადამიანებისათვის იარლიყების მიკერება - ჩვეულებრივი ამბავია.
„შავი კომედიის“ პრინციპზე აგებული პიესა სწორედ სიცოცხლის გაუფასურებასა და ფარისეველი საზოგადოების შესახებ გვიყვება, საზოგადოებისა, რომლის წევრებიც „კიდევ დიდხანს იქნებიან მთავარი ჯალათები“ და კიდევ დიდხანს გამოუტანენ განაჩენს უდანაშაულო ადამიანებს. სპექტაკლი ორ მოქმედებად წარმოდგენა განკუთვნილია 16 + ასაკის მაყურებლისათვის.