«ჯადოსნური სამეფო» თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
«ჯადოსნური სამეფო»

«ჯადოსნური სამეფო»

თბილისის ცირკში მოსული მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ევორპიდან და ყაზახეთიდან მოწვეული არტისტები, სადაც თქვენ იხილავთ ბალანსის გასაოცარ ტექნიკას, პირველად ცირკის არენაზე თქვენ ნახავთ BMX-ით შესრულებულ ტრიუკებს, ასევე შესაძლებლობა გექნებათ თქვენი თვალით იხილოთ სახიფათო და ურთულესად შესრულებული ნომერი "კორ დე პარელი", რომლის შემსრულებელიც არის საცირკო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული.  ამასთან ერთად თქვენ ნახავთ სხვა და სხვა საჰაერო ნომრებსაც, მაგრამ ექსტრემალური ნომრების გარდა რაღათქმაუნდა გვეყოლებიან მოხერხებული კოატები, მხიარული ძაღლები და კატები, და მოჯირითეები თავის ცხენებთან ერთად. წლევანდელი ახალი წელიც არ ჩაივლის უმხიარულესი ჯამბაზის გარეშე რომელსაც თქვენთვის ბევრი სიურპრიზი აქვს. დასაწყისი: 13:00, 17:00
«ჯადოსნური სამეფო»
1 Heroes' Square
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

23 დეკემბრიდან გიწვევთ გრანდიოზულ საახალწლო ზღაპარზე "ჯადოსნური სამეფო", სადაც ზღაპრის მთავარ გმირს არ სჯერა შობა-ახალი წლის დღესასწაულის და ორიენტირებულია მხოლოდ ბიზნესზე და კონტრაქტებზე, მაგრამ ახალი წლის ღამეს მთვარიდან მას მოევლინება ფერია და აქ დაიწყება მათი ზღაპრული თავგადასავალი. 

ფოტო და ვიდეო

«ჯადოსნური სამეფო»

ადგილი

თბილისის ცირკი
თბილისის ცირკი
1 Heroes' Square
თბილისის ცირკი აშენებულია XX საუკუნის 1940-იან წლებში. წარსულში აქ გამოდიოდა მრავალი ცნობილი საცირკო შემსრულებელი და მსახიობი. 1934 წელს ამიერკავკასიის სახკომსაბჭომ და საბჭოთა კავშირის საგეგმო კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა „გომეცის“ და ტფილისის საბჭოს მიერ წარდგენილ იქნა პროექტი ტფილისში ცირკის ახალი შენობის აგებისა. ცირკის მშენებლობა დამთავრდა 1939 წლის მიწურულს. 1940 წელს დაიწყო სტაციონალური ცირკის შენობის ფუნქციონირება. განახლებული ცირკის დირექტორი წლების მანძილზე იყო ცნობილი მომღერალი და ველოსიპეტისტი ლადო კავსაძე. 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლი გახსნა. თბილისის ცირკის პროექტის ავტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა. თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს — რემონტი, რის მეშვეობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნებული იქნა. შენობასთან მდებარეობს რესტორანი და ატრაქციონები. შენობაში მოქმედებს ბავშვთა გასართობი ცენტრი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება