კურსი შეეხება იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიას; განხილული იქნება იუნგის თეორიები ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურის, არქეტიპების, კომპლექსების შესახებ, აგრეთვე, რელიგიის იუნგიანური გაგება, ფსიქოთერაპია, სინქრონიზმის პრინციპი, მისი მიდგომები ინდივიდუაციის, თვითრეალიზაციის შესახებ.კურსში საუბარი იქნება, ასევე, ძირითად განსხვავებებზე ფროიდსა და იუნგს შორის.
კურსის ფარგლებში გაიმართება 7 შეხვედრა. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.დასაწყისი: 20:00 სთ. შეხვედრები გაიმართება შაბათობით, შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.
კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობითრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/twEkglssდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა რეზო კორინთელთან თემაზე "იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია".
ადგილი
აზროვნების აკადემია
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.