12 ივნისს, თბილისი მარიოტის რესტორანი „პარნასი“ იტალიური სულისკვეთებით ივსება! გეპატიჟებით დაუვიწყარ იტალიურ ვახშამზე, სადაც დაგხვდებათ ტრადიციული კერძებით გაშლილი „All-you-can-eat“ ბუფეტი.
საღამოს მისასალმებელი „აპეროლ სპრიცით“ დავიწყებთ და ნამდვილ მილანურ აპერიტივოს გაგიზიარებთ.
ჩვენი აღმასრულებელი შეფი თქვენს თვალწინ მოაწყობს კულინარიულ შოუს და გიგანტურ პარმეზანში მომზადებულ პასტას შემოგთავაზებთ.
საღამოს ატმოსფეროს კიდევ უფრო გაალამაზებს ცოცხალი მუსიკა — მომღერალი და პიანისტი თქვენთვის საყვარელ იტალიურ ჰიტებს შეასრულებენ.
ეს იქნება ნამდვილი გასტრონომიული მოგზაურობა მათთვის, ვისაც მოენატრა იტალია და სურს, ხელახლა გამოსცადოს ავთენტური იტალიური გემოები.
ბილეთის ფასი: 120 ₾ (ერთ ადამიანზე).
ბავშვები: 6 წლამდე — ნახევარი ფასი; 6 წლის ზემოთ — სრული ღირებულება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 779 220.