რა არის IT და კიბერ უსაფრთხოების სკოლა ჯუნიორებისათვის![]()
ძირითადად კურსები ბავშვებს მხოლოდ კოდის წერას, უსაფრთხოებას, გრაფიკას ან ტექნოლოგიების რომელიმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას ასწავლის, რაც ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში უკვე საკმარისი აღარ არის. ჩვენი ახალი პროგრამის უნიკალურობა მის კომპლექსურ მიდგომაშია. ჩვენ შევქმენით „360-გრადუსიანი“ მოდელი, სადაც ბავშვის უნარები ვითარდება არა მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულებით, რაც ტექ ინდუსტრიაში მოძველებული მიდგომაა, არამედ სწავლობს:
როგორ მუშაობს ტექნოლოგიები (IT Essentials) – აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლები.
როგორ შექმნას ღირებული მარტივი, მისთვის საინტერესო და ასევე ფუნქციურად დატვირთული პროდუქტი (Scratch, Python, Web)- კრეატიული იდეების რეალიზება.
როგორ გამოიყენოს ციფრული სერვისები უსაფრთხოდ და სწორად. როგორ დაიცვას პირადი სივრცე და მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები, რაც დღევანდელ ციფრულ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რატომ უნდა დაიწყონ სწავლა სკოლის ასაკიდანვე![]()
9-12 წლის ასაკში ბავშვის ტვინი ყველაზე მარტივად ითვისებს ახალ „ენებს“. პროგრამირებაც ენაა – ლოგიკისა და მომავლის ენა. ამ ასაკში მიღებული ცოდნა ფუნდამენტურია და მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
ალგორითმული აზროვნება: პროგრამირება არ არის მხოლოდ კოდი, ეს არის აზროვნების წესი. ის ასწავლის ბავშვს პრობლების დაშლას ნაწილებად, ეტაპობრივად გადაჭრას და შეცდომებზე სწავლას (Debugging), რაც მათ სკოლის სხვა საგნებშიც (მათემატიკა, ფიზიკა) ეხმარება.
ციფრული წიგნიერება: ადრეულ ასაკში დაწყება ბავშვს აძლევს უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობას მომავალში.
კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე გამოწვევები: ჩვენი კურსი ასწავლის ბავშვებს „ციფრულ ჰიგიენას“: როგორ იცნონ საფრთხე და ქონდეთ შესაბამისი რეაგირება.
რა შედეგს მიიღებს ბავშვი![]()
ამ კურსის დასრულება არ ნიშნავს მხოლოდ სერტიფიკატის მიღებას. ეს არის თქვენი შვილის ტრანსფორმაცია პასიური ე.წ. „მოთამაშიდან“, „სქროლერიდან“ ტექნოლოგიების აქტიურ მმართველად.
აი, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში:
გეიმერიდან -> დეველოპერამდე
ციფრული დაცულობა
ნამდვილი კოდერის უნარები
მომავლის ინჟინერი
ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს გასაღებს სამყაროზე, სადაც ისინი ტექნოლოგიებს იმორჩილებენ და არა – პირიქით.
სასწავლო პროგრამის ლექტორები:
გიორგი ახალაია – კიბერ უსაფრთხოების მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ირაკლი ფირცხალავა – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი; კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
გივი გვენცაძე – სამეცნიერო GNSS ქსელის ხელმძღვანელი, IT ინჟინერი.
ლუკა მგელაძე – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი.
დამატებითი დეტალები:
მიიღებიან 9-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები
შეხვედრის დრო: ორშაბათი – ხუთშაბათი; 17:00 – 19:00 საათი
მეცადინეობები ჩატარდება ჰიბრიდულად (11 სტუდენტი აუდიტორიაში, 5 სტუდენტი ონლაინ)
სწავლა იწყება: 06.04.2026
საფასური: 270 ლარი თვეში
კონტაქტები:
(+995) 595 511 355
(+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: info@scsa.ge