სტამბოლის 4-დღიანი ტური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სტამბოლის 4-დღიანი ტური

სტამბოლის 4-დღიანი ტური

სტამბოლის 4-დღიანი ტური
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან450
ინგლისური, ქართული

აღწერა

📖 ტურის დეტალური აღწერა:
I დღე:
05:35 სთ. გაფრენა თბილისის საერთ. აეროპორტიდან
07:05 სთ. ჩაფრენა სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში (თურქეთის დროით)
ტრანსფერი სასტუმროში (განვათავსებთ ბარგს და ვიწყებთ ექსკურსიას)
🔶 მსოფლიო საპატრიარქო ტაძარი - იგი დაარსებულია მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღვთისმეტყველის მიერ. სადაც პატრიარქი ბართოლომეოს II აღავლენს წირვა-ლოცვას. საშუალება გექნებათ მოილოცოთ ტაძარში დაბრძანებული სიწმინდეები და ის ქვის ბოძი, რომელზეც მაცხოვარი გაშოლტეს
🔶 ფენერი და ბალატი - ულამაზესი ბერძნული უბნები ფერადი სახლებით
🔶 "ერთი დღის ეკლესია" - სადაც შეგიძლიათ სურვილი ჩაიფიქროთ (თუ ღია იქნება)
🔶 წმ. სტეფანეს თუჯის ეკლესია
14:00 სთ. დაბინავება სასტუმროში (დასვენება 2 სთ)
🔶 სტამბოლის აკვარიუმი (სურვილისამებრ)
II დღე:
09:00 სთ. საუზმე
🔶 პრინცის კუნძულები - სადაც მხოლოდ ველოსიპედები და ფაეოტონები მოძრაობენ, აქედან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ბოსფორის სრუტეზე
🔶 კუნძულ ბუიუკადაზე წმ. გიორგის ეკლესია (სურვილისამებრ), სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა 
🔶 ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა - წითელი ტრამვაით (ქალაქის ეს ადგილი ცენტრალური ჰაბია ტურისტებისთვის) 
🔶 ისტიკლალის ქუჩა - ხმაურიანი, მრავალფეროვანი, ხალხმრავალი და ყოველთვის ცოცხალი. ადგილი, სადაც ყოველ ნაბიჯზე წარსული ხვდება აწმყოს, ხოლო კულტურა შერწყმულია თანამედროვეობასთან. სწორედ აქ ვიხილავთ წითელ ტრამვაის 
🔶 გალათას კოშკი - ქრისტეს კოშკი (ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
საღამოს დაბრუნება სასტუმროში, დასვენება
III დღე:
09:00 სთ. საუზმე
🔶 სულთან აჰმედის ისტორიული მოედანი
🔶 თოფქაფის სასახლე (სტამბოლის საგანძური) - ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი, აქ ინახება უამრავი ქრისტიანული სიწმინდე
🔶 წმ. ირინეს ეკლესია - ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი. აია სოფიას აშენებამდე, სწორედ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს
🔶 აია სოფია - ამჟამად გადაკეთებულია მეჩეთად. ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი, მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ
🔶 სულთან აჰმედის მეჩეთი (იგივე ლურჯი მეჩეთი) - საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო
🔶 ბაზილიკა ცისტერნა (სურვილისამებრ) - იგი 532 წლით თარიღდება და არის ძველი კონსტანტინოპოლის დროინდელი. ამ წყალსაცავით მარაგდებოდა ბიზანტია. წყალსაცავი შედგება კოლონებისგან, ამათგან ორზე გამოსახულია მითოლოგიური მედუზა გორგონას თავები)
🔶 გულჰანეს პარკი - პარკის დასათვალიერებელი მოედნიდან იშლება ბრწყინვალე ხედი ზღვის უბეზე, ოქროს რქაზე და ბოსფორზე. ტიტების ფესტივალისას - მთელი აპრილის განმავლობაში - ძალიან ლამაზადაა მორთული აქაურობა
🔶 საღამოს თურქული საღამო კრუიზზე (სურვლისამებრ)
IV დღე:
09:00 სთ. საუზმე
10:00 სთ. ექსკურსიის დასაწყისი (სასტუმროში ვტოვებთ ბარგს)
🔶 დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლე, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა
🔶 სულეიმანიეს მეჩეთი - სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეჩეთი განთქმულია იმით, რომ მასში დასაფლავებულია სულთანი სულეიმანი და მისი მეუღლე – ყველა უკრაინელისათვის კარგად ცნობილი როქსოლანა
🔶 გრანდ ბაზარი - თავისუფალი დრო ვაჭრობისთვის
19:30 სთ. ტრანსფერი აეროპორტში
V დღე:
03:20 სთ. დაბრუნება თბილისში

💲 ღირებულება:
📆 9-12 აპრილი - 950 ლარი
📆 14-17 აპრილი - 950 ლარი
📆 26-29 აპრილი - 990 ლარი
📆 9-12 მაისი - 980 ლარი
📆 23-26 მაისი - 980 ლარი
📆 17-20 ივნისი - 900 ლარი
📆 4-7 ივლისი - 950 ლარი
📆 19-22 ივლისი - 950 ლარი
📆 12-15 აგვისტო - 980 ლარი
📆 27-30 აგვისტო - 980 ლარი
📆 3-6 სექტემბერი - 980 ლარი
📆 17-20 ოქტომბერი - 850 ლარი
📆 11-14 ნოემბერი - 800 ლარი
❗ ჯავშნისთვის რიცხავთ 450 ლარს
❗ ფას(ებ)ი ცვალებადია (გთხოვთ, გადაამოწმოთ ოპერატორთან)
​​✍ მოქმედებს საქ. ბანკის განვადება
☝️ ღირებულებაში შედის:
✅ ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-სტამბოლი-თბილისი)
✅ კომფორტული სასტუმრო ქალაქის ცენტრში (მინიმუმ 3*)
✅ საუზმეები 
✅ ბარგი - 8 კგ (55x40x20 სმ)
✅ კვალიფიციური ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (თბილისიდან - თბილისამდე)
🤞 ღირებულებაში არ შედის:
❌ ადგილობრივი მოსაკრებლები - შიდა სამუზეუმო და სატრანსპორტო (ჯამში 200-250 აშშ), ამ თანხას იხდით ადგილზე და თუ რომელიმე ფასიანი ობიექტის მონახულებას არ მოისურვებთ, შესაბამისად დააკლდება ამ მოსაკრებლების ჯამს
❌ თურქეთის აეროპორტის ტრანსფერები (45-50 აშშ)
❌ თურქული საღამო კრუიზზე, სურვილისამებრ (50-55 აშშ)
❌ საუზმეების გარდა დანარჩენი კვება

📢 გარდა სტამბოლისა - გვაქვს არაერთი უცხოური ჯგუფური ტური, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციები გვერდის პირველივე პოსტზე შეგიძლიათ იხილოთ

⚠️ დამატებითი ინფორმაცია:
✔️ ტურების ფასები დაანგარიშებულია ავიაბილეთების მიმდინარე ფასებით; ფრენის მოახლოებასთან ერთად, ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომაც, ეცადეთ, დროულად დაჯავშნოთ ტური (ღირებულება რომ არ გაგიძვირდეთ)
✔️ ტური მოიცავს ოთხ სრულ დღეს - ვბრუნდებით მეხუთე დღის გამთენიისას, დილის 03:20 საათზე
✔️ ქალაქში გადაადგილება ხდება ადგილობრივი, მუნიციპალური ტრანსპორტით - ტრამვაით და ავტობუსით
✔️ საზღვრის კვეთისთვის აუცილებელია იქონიოთ აიდი ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი (მინიმუმ 6 თვიანი მოქმედების ვადით)
✔️ დარჩენილ თანხას (გარდა ჯავშნის თანხისა) - რიცხავთ ტურის წინ 30 დღით ადრე
✔️ ტურზე თქვენი მიზეზით ვერ წამოსვლის შემთხვევაში - თანხა უკან არ ბრუნდება
✔️ ავიაკომპანიის მხრიდან რაიმე ხარვეზზე - პასუხს ვერ აგებს ტურისტული კომპანია
✔️ ტურის განრიგი შესაძლოა დარეგულირდეს გარემოებების მიხედვით (ფრენის დროის ცვლილება, ამინდი და ა.შ.), თუმცა პროგრამის სრული განხორციელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

💲 საბანკო ანგარიშები:
✍️ დასახელება: შპს დაივერს თრეველ
🔶 საქართველოს ბანკი: GE30BG0000000609624609
🔷 თიბისი ბანკი: GE53TB7452145067800006
✍ მოქმედებს საქ. ბანკის განვადება

☎️ 599 20 99 44; 599 02 44 66
📧 diversetravel2016@gmail.com
🌐 diversegeorgia.com

Diverse Travel - თქვენი საიმედო მეგზური

ფოტო და ვიდეო

სტამბოლის 4-დღიანი ტური

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება