ისმინე ისრაელ
თეატრი

ისმინე ისრაელ

ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ მარჯანიშვილის თეატრის შენობაში, 1910 - 1932 წლებში, თბილისის იდიშურენოვანი თეატრი იყო. სპექტაკლები კი ნიუ იორკისა და ვარშავის იდიშური თეატრების პროგრამის მიხედვით იდგმებოდა. არქივმა ძალიან ცოტა რამ შემოგვინახა და ჩვენამდე მხოლოდ ერთი სპექტაკლის ესკიზი მოვიდა - "ისმინე ისრაელ/שמע ישראל". პიესა ოსიპ დუმოვს, იგივე იოსიფ პერელმანს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის იმპერიაში მცხოვრები იუდეველების ცხოვრებას ასახავს. სპექტაკლი "ისმინე ისრაელ/שמע ישראל", თბილისში, 1912 წლის ნოემბერში დაიდგა. იგივე სპექტაკლს, ამჯერად, 2024 წელს აცოცხლებს თბილისის აღდგენილი იდიშური თეატრი, რომელშიც ქართველი და ებრაელი მსახიობები დიდი სიყვარულით თამაშობენ. შმა ისრაელ - ეს არის ამბავი ღმერთზე გაბრაზებულ ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება ლოცულობდა, ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია, სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ესაა ამბავი ებრაელ ოჯახზე, რომელიც გაწამებულია პოგრომებით, დევნით, პირადი ტკივილებით, რჯულის დათმობის იძულებით და სვამს პაწიწინა კითხვას : “რისთვის?” დასაწყისი: 20:00ასაკობრივი შეზღუდვა 12+
ისმინე ისრაელ
8, K. Marjanishvili St.
advertising
ქართული

აღწერა

ოსიპ დუმოვი / Osip Dumov
/დრამა ორ მოქმედებად/
თარგმანი - მაია შენგელია
რეჟისორი - ანა სანაია
კომპოზიტორი - თამარ ფუტკარაძე-ლაშხი
ქორეოგრაფი - გია მარღანია
სცენოგრაფი - გიორგი უსტიაშვილი
კოსტუმების მხატვარი - სოფიო იოსებიძე
რეჟისორის ასისტენტი - ლიკა მამიაშვილი

ფოტო და ვიდეო

ისმინე ისრაელ

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.